|
ფონდი „გეოედუკონსალტინგი“ არასამეწარმეო საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის სერვისების და მხარდაჭერის მთავარ მიზანს საგანმანათლებლო ინდუსტრიის დაწესებულებების ორგანიზაციული განვითარება და წარმატება წარმოადგენს. გეოედუკონსალტინგში გაერთიანებულია მისი კონსულტანტების 30 წლიანი საერთო გამოცდილება სამეწარმეო პროექტების განვითარებაში, ბიზნესის განვითარებაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვასა და მომსახურების გაუმჯობესებაში. ჩვენი ძირითადი საქმიანობა მდგომარეობს შემდეგში: ტრეინინგებსა და საგანმანათლებლო მენეჯმენტთან დაკავშირებული პროექტების კონსულტაცია და გარე მომსახურება (აუთსორსინგი); პროექტის მენეჯმენტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით იმ კომპანიებისათვის მხარდაჭერის გაწევა; პროცესის მსვლელობისა და ძირითადი ოპერაციების წარმართვა და გაუმჯობესება; მომსახურების ხარისხისა და მისი კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და აუთსორსინგი; მართვის საინფორმაციო სისტემებისა და სხვადასხვა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განხორციელება; ფინანსური მენეჯმენტისა და ბიუჯეტირების პროცესების წარმართვა; საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმის განვითარება და მოდიფიცირება; კორპორატიული ტრეინინგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება/შექმნა. “გეოედუკონსულტინგის” მომსახურება ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებზე.
|
|||||||||||||
|
|||||||||||||
|
© 2009 -2010 GeoEduConsulting
|
|||||||||||||