www.GeoEduConsulting.com

In English
info@GeoEduConsulting.com
აკრედიტაციისათვის მომზადების მხარდაჭერა
მთავარი > ექსპერტიზა და მხარდაჭერა > აკრედიტაციისათვის მომზადება
აკრედიტაციისათვის მომზადების მხარდაჭერა მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულების, ან მისი რომელიმე ნაწილის პროგრამული და/ან ინსტიტუციონალური აკრედიტაციისათვის დოკუმენტალურ-პროცედურულ და ორგანიზაციულ ექსპერტიზას და მომზადების მხარდაჭერას. აკრედიტაციისთვის მომზადების ექსპერიზა და მხარდაჭერა მოიცავს სააკრედიტაციო ორგანიზაციის და აკრედიტაციის შესაფერისი ტიპის შერჩევასა და კონსულტაციების წარმოებას აკრედიტაციის პროცესისა და სააკრედიტაციო ორგანიზაციის მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორის თვითშეფასების ანგარიშის მომზადებით.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ აკრედიტაციის მომზადების მხარდაჭერას შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
  • ბენეფიციარი საგანმანათლებლო დაწესებულების არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობით აკრედიტაციის (ძირითადად, საერთაშორისო) საჭიროების გამოვლინება და აკრედიტაციის შესაფერისი სახეობის შერჩევა;
  • აკრედიტაციის მომზადების პროცესის და თვითშეფასების ანგარიშის მომზადების კონსულტირება და მხარდაჭერა;
  • აკრედიტაციის მომზადების პროცესის მსვლელობისას ორგანიზაციისათვის წინასწარი რეკომენდაციების შემუშავება და მომავალი ორგანიზაციული ცვლილებების განსაზღვრა;
  • აკრედიტაციის მომზადების პროცესში პროგრამის შინაარსის შესაფასებლად მოცემული სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა.
© 2009-2010 GeoEduConsulting