www.GeoEduConsulting.com

In English
info@GeoEduConsulting.com
საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფუნქციონირების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერა და განვითარება
მთავარი > ექსპერტიზა და მხარდაჭერა > ინტეგრირებული IT გადაწყვეტილებები
საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფუნქციონირების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერა და განვითარება მოიცავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება/ოპტიმიზაციის სფეროში როგორც ლოკალური, ასევე კომპლექსური გადაწყვეტილებების ექსპერტიზას, კონსულტაციების გაწევას და მხარდაჭერას.
ჩვენ ვთავაზობთ ექსპერტიზას და მხარდაჭერას საინფორმაციო სისტემების განვითარებაში შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
  • საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის ექსპერიზა და მხარდაჭერა;
  • სასწავლო პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების და დანერგვის ექსპერიზა და მხარდაჭერა;
  • სამეურნეო მართვის (ადმინისტრაცია, კანცელარია, ლოჯისტიკა და ა.შ.) პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების და დანერგვის ექსპერტიზა და მხარდაჭერა, არსებულ სამეურნეო/აკადემიური მართვის სისტემებთან ინტეგრირება და სისტემებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისათვის კონსულტაციის გაწევა (ბიზნეს-პროცესების ფუნქციონალური აღწერილობა, ტექნიკური სპეციფიკაციები);
  • საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის (ლოკალური/გლობალური ქსელი) დაპროექტება/ოპტიმიზაციის და დანერგვის მხარდაჭერა;
  • აპარატურული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის მიზნით კონსულტაციების გაწევა; აპარატურული უზრუნველყოფის შესყიდვის პროცესის მხარდაჭერა (სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით კონსულტაციების გაწევა, ტენდერის შეფასება);
  • ინტერნეტ აპლიკაციების განვითარების (ვებ-საიტი, ვებ-პორტალი, გლობალურ ქსელში ინფორმაციის გაცვლის ინტერფეისი) მხარდაჭერა და კონსალტინგი.
© 2009-2010 GeoEduConsulting