www.GeoEduConsulting.com

In English
info@GeoEduConsulting.com
ორგანიზაციული ოპტიმიზაციის და ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა
მთავარი > ექსპერტიზა და მხარდაჭერა > ორგანიზაციული ოპტიმიზაცია
ორგანიზაციული ოპტიმიზაციის და ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა გულისხმობს საგანმანათლებლო ორგანიზაციებში ორგანიზაციული სტრუქტურისა და/ან მისი საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციას და განვითარებას დამფუძნებლების და მმართველების ხედვისა, ასევე ორგანიზაციის მისიისა და ამოცენების შესაბამისად.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ ორგანიზაციული ოპტიმიზაციის და ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერას შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
  • ორგანიზაციის სტრუქტურული მოწყობის ექსპერტიზა და სტრუქტურის ოპტიმიზაციისათვის რეკომენდაციების შემუშავება და დამფუძნებლების გადაწყვეტილებასთან შესაბამისად ამგვარი რეკომენდაციების განხორციელების კონსულტირება და მხარდაჭერა;
  • საოპერაციო სისტემების და პროცესების ექსპერტიზა და მათი ოპტიმიზაციისათვის რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელების მხარდაჭერა;
  • ინსტიტუციონალური განვითარების საჭიროების ექსპერტიზა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • მომსახურების ხარისხის ექსპერტიზა და მისი გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციონალური განვითარებისათვის მისი ადამიანური რესურსების განვითარებისათვის ტრეინინგის საჭიროების დადგენა და მათი ორგანიზება და ჩატარება.
© 2009-2010 GeoEduConsulting