www.GeoEduConsulting.com

In English
info@GeoEduConsulting.com
ჩვენი ექსპერტიზა და მხარდაჭერა
მთავარი > ექსპერტიზა და მხარდაჭერა
ჩვენი ექსპერტიზა და მხარდაჭერა მიმართულია საგანმანათლებლო ინდუსტრიის დაწესებულებების ინსტიტუციურ და საქმიან წარმატებასა და ეფექტურობის ამაღლებაზე. ფონდი "გეოედუკონსალტინგი" სთავაზობს თითქმის ყველა მიმართულების მხარდაჭერის პროექტების, პროდუქტებისა და ექსპერტიზის ფართო არჩევანს ორგანიზაციული, ინსტიტუციური და ოპერაციული გაუმჯობესების, განვითარების და ეფექტურობის ზრდისათვის. ჩვენ მრავალმხრივი კონსულტაციების, პროცესის ანალიზის (აკადემიური და ინსტიტუციური აუდიტის), ტექნოლოგიური და გარე გადაწყვეტილებების მიღების მეშვეობით ხელშესახები სარგებელის და შედეგის მიღწევისათვის დახმარებას ვუწევთ საგანმანთლებლო ინდუსტრიის ორგანიზაციებს.

საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და გაუმჯობესების ხელშეწყობა მოიცავს აკადემიური ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის და ჩამოყალიბების მხარდაჭერას საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიისა და მიზნების შესაბამისად. (ვრცლად)

ჩვენი ხარისხის მართვის ექსპერიზა მოიცავს ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნისა და მისი განხორციელების მხარდაჭერას. ხარისხის მართვის ექსპერტიზის ჩატარებისას ჩვენ ვითვალისწინებთ ორგანიზაციის როგორც არსებულ მდგომარეობას, ასვე მის სამომავლო გეგმებს, რათა ოპტიმიზირებულ იქნას ხარისხის კონტროლის სისტემა და გამოსახულ იქნას შესაძლებლობები შიდა პროცესის გაუმჯობესებისათვის. (ვრცლად)

აკრედიტაციისათვის მომზადების მხარდაჭერა მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულების, ან მისი რომელიმე ნაწილის პროგრამული და/ან ინსტიტუციონალური აკრედიტაციისათვის დოკუმენტალურ-პროცედურულ და ორგანიზაციულ ექსპერტიზას და მომზადების მხარდაჭერას. (ვრცლად)

ორგანიზაციული ოპტიმიზაციის და ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა გულისხმობს საგანმანათლებლო ორგანიზაციებში ორგანიზაციული სტრუქტურისა და/ან მისი საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციას და განვითარებას დამფუძნებლების და მმართველების ხედვისა, ასევე ორგანიზაციის მისიისა და ამოცენების შესაბამისად. (ვრცლად)

პროფესიული განვითარების ტრეინინგების ორგანიზება მოიცავს სხვადასხვა სახეობის საგანმანათლებლო, საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების თანამშრომლების სწავლების საჭიროებების შესწავლას, სასწავლო-ტრენინგის პროგრამების მომზადებასა და ორგანიზებას. (ვრცლად)

ფინანსური ექსპერიზა და ბიუჯეტირების კონსალტინგი მოიცავს ფინანსური მართვის, ბიუჯეტირებისა და ხარჯების ექსპერტიზას და კონსულტაციბის გაწევას საგანმანათლებლო ორგანიზაციებისათვის, ასევე ფინანსური დეპარტამენტებისათვის საჭიროებისამებრ შესაბამისი ტრეინინგის ორგანიზებას. (ვრცლად)

საგანმანათლებლო ორგანიზაციების ფუნქციონირების საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერა და განვითარება მოიცავს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება/ოპტიმიზაციის სფეროში როგორც ლოკალური, ასევე კომპლექსური გადაწყვეტილებების ექსპერტიზას, კონსულტაციების გაწევას და მხარდაჭერას. (ვრცლად)

© 2009-2010 GeoEduConsulting